გერმანელთა უმეტესობა მერცის და პუტინის მოლაპარაკებას მხარს უჭერს
სააგენტო dpa-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, გერმანიაში გამოკითხულთა 58% მხარს უჭერს გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებს უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
გამოკითხვა ბრიტანეთის საბაზრო და სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტის, YouGov-ის დაკვეთით ჩატარდა. ყველაზე მეტად მოსკოვსა და ბერლინს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს მხარს უჭერენ გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის და ქრისტიან-სოციალისტური კონსერვატიული ბლოკის მხარდამჭერები.
მანამდე კრემლთან პირდაპირი დიალოგის განახლების იდეით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა. საფრანგეთის მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად ევროპელებს რუსეთთან უსაფრთხოების ახალი ინფრასტრუქტურის აშენება მოუწევთ. მაკრონს მიაჩნია, რომ აშშ კრემლთან ევროპის სახელით მოლაპარაკებას არ უნდა აწარმოებდეს.