Loading data...
„გაწყვიტეთ ეკონომიკური კავშირები, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები დაგემუქრებათ“ - სკოტ ბესენტი ირანის სავაჭრო პარტნიორებს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ირანის სავაჭრო პარტნიორებს მოუწოდა, გაწყვიტონ ეკონომიკური კავშირები ქვეყანასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სანქციების დაწესებით დაემუქრა.

მისი თქმით, გასულ კვირას არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ გადადგმული ნაბიჯები „შემთხვევითი არ ყოფილა“.

„მათ (არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა) მიერ გასულ კვირას მიღებული ქმედებები შემთხვევითი არ ყოფილა. ველოდები, რომ მსგავსი ნაბიჯების გადადგმას სხვა ქვეყნების ფართო სპექტრიც დაიწყებს, რადგან ჩვენ მათთან ურთიერთობას ვაგრძელებთ“, - განუცხადა ბესენტმა ჟურნალისტებს.

ბესენტის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოს ლიდერებს ესაუბრება და მათ კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს, ადმინისტრაციას სურს, რომ სხვა ქვეყნებმა აშშ-ს ირანის ეკონომიკური იზოლაციის პროცესში თანამშრომლობა გაუწიონ.

თუმცა ბესენტმა უარი თქვა დაესახელებინა, კონკრეტულად რომელ ქვეყნებთან ჰქონდა ტრამპს კომუნიკაცია.