1773039513
უცხოეთი
გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტები და 190-ზე მეტი დრონი გამოიყენა - უკრაინის საჰაერო ძალები
უკრაინული მხარის ინფორმაციით, 9 მარტის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე იერიში ორი ბალისტიკური რაკეტით და 190-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იტყობინება, 8:00 საათის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით ჩამოაგდეს რუსების 161 უპილოტო საფრენი აპარატი.
ორი რაკეტის და 36 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმა დაფიქსირდა 8 ლოკაციაზე.
„შეტევა გრძელდება, საჰაერო სივრცეში მტრის რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატია“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.