1751097624
უცხოეთი
„გამოსამშვიდობებელი ვიზიტი“ - პოლონეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კიევში ჩავიდა.
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დუდას უკრაინაში ვიზიტს „გამოსამშვიდობებელი“ უწოდა. ის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
კიევის რკინიგზის სადგურზე დუდას უკრაინაში პოლონეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი წარმომადგენელი პიოტრ ლუკასევიჩი დახვდა.
ივნისის დასაწყისში დუდამ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უკრაინას ეწვეოდა.
[🇵🇱] Chargé d'affaires ad interim @P_Lukasiewicz powitał na dworcu w Kijowie Prezydenta @AndrzejDuda .Witamy!
— PLinUkraine (@PLinUkraine) June 28, 2025
[🇺🇦] Тимчасовий повірений у справах Республіки Польща в Україні @P_Lukasiewicz зустрів президента @AndrzejDuda на залізничному вокзалі в Києві. Вітаємо! pic.twitter.com/UfdL060Mie