1784187793
უცხოეთი
გამომძიებლებმა პოლონეთის პრეზიდენტი დაჰკითხეს
გამომძიებლებმა პოლონეთის პრეზიდენტი კარლ ნავროცკი დაჰკითხეს. საქმე ეხება მეორე მსოფლიო ომის მუზეუმის დირექტორად ნავროცკის მუშაობის პერიოდს. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.
გამოძიებას აინტერესებს, ხომ არ აძლევდა დაწესებულების ხელმძღვანელობა თავის თანამშრომლებს და თვითონაც არ იყენებდა საცხოვრებელს შეღავათიან ფასად. მედიის ცნობით, ნავროცკი მაშინ რამდენიმე თვის განმავლობაში ძვირად ღირებულ აპარტამენტებში ცხოვრობდა მიუხედავად იმისა, რომ მისი სახლი ამ ადგილიდან სულ რაღაცა 5 კმ-ში მდებარეობდა.
ამ ეტაპზე პრეზიდენტი საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებს. გამოძიებას ბრალი ჯერ არავისთვის წარუდგენია.