გამოკითხვა: უკრაინელების უმრავლესობას ომის შემდგომ ხელისუფლების შეცვლა სურს, გამოკითხულთა 67%-ს მოლოდინი აქვს, რომ ზელენსკი შეიცვლება
კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ უკრაინელთა უმრავლესობა ანუ 88% ომის შემდეგ ცენტრალური ხელისუფლების განახლებას ელოდება, ხოლო 67%-მდე გაიზარდა იმ ადამიანთა მაჩვენებელი, რომლებსაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეცვლის მოლოდინი აქვს.
სოციოლოგებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს კონკრეტულად ომის შემდგომ პერიოდს ეხება.
კვლევებიდან ჩანს, რომ უკრაინელების უმრავლესობა ომის დასრულებამდე არჩევნების ჩატარებას ეწინააღმდეგება.
თუ სამი წლის წინ ცენტრალური ხელისუფლების განახლებას 73% ელოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 88%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება პარლამენტს, უკრაინელების 83% მიიჩნევს, რომ აქაც ცვლილება უნდა მოხდეს.
მთავრობის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 47%-დან 74%-მდე, ხოლო პრეზიდენტის შემთხვევაში 23%-დან 67%-მდე გაიზარდა.
კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის გამოკითხვა ჩატარებულია 2026 წლის 7 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში.