1793549754
უცხოეთი
გაერთიანებულ სამეფოში ჰელოუინის წვეულებაზე 5 მოზარდი დანით დაჭრეს
გაერთიანებულ სამეფოში ჰელოუინის წვეულებაზე დანით დაჭრის შედეგად ხუთი მოზარდი მძიმედ დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას „სქაინიუსი“ ჰემფშირის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, პარკ როუდზე ახალგაზრდებს თავს „უცნობი ჯგუფი“ დაესხა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მიმდინარეობს გამოძიება.
ამ ეტაპზე მომხდარის მოტივი უცნობია.