1774640065
უცხოეთი
გაეროში ირანის ელჩი: თეირანი დათანხმდა ჰორმუზის სრუტის გავლით ჰუმანიტარული დახმარების ხელშეწყობასა და დაჩქარებას
თეირანი დათანხმდა ჰორმუზის სრუტის გავლით ჰუმანიტარული დახმარების „ხელშეწყობასა და დაჩქარებას“, - ამის შესახებ გაეროში ირანის ელჩმა ალი ბაჰრეინიმ განაცხადა.
ალი ბაჰრეინის თქმით, თეირანმა მიიღო გაეროს მოთხოვნა, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარებისა და სასოფლო-სამეურნეო ტვირთების უსაფრთხოდ გატარება ჰორმუზის სრუტის გავლით, რომელიც მსოფლიო ნავთობმომარაგების საკვანძო არტერიას წარმოადგენს.
ეს ზომა ასახავს ირანის მუდმივ ერთგულებას ჰუმანიტარული ძალისხმევის მხარდაჭერისა და აუცილებელი დახმარების დაუყოვნებლივ გაწევის უზრუნველყოფის მიმართ“, - აცხადებს გაეროში ირანის ელჩი.