1774619114
უცხოეთი
გაეროში ირანის ელჩი: ირანის სულიერი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი ჯანმრთელია და ქვეყნის მართვას განაგრძობს
ირანის სულიერი ლიდერი ჯანმრთელია და ქვეყნის მართვას განაგრძობს, - ამის შესახებ გაეროში ირანის ელჩმა ალი ბაჰრეინმა განაცხადა.
მისი თქმით, მოჯთაბა ხამენეი საჯაროდ უსაფრთხოების ზომების გამო არ ჩანს.
„საჯარო გამოჩენისგან თავის შეკავების მიზეზი უსაფრთხოების ზომების დაცვაა, არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით. ის სრულად ჯანმრთელია და ქვეყნის მართვას განაგრძობს“, - აღნიშნა გაეროში ირანის ელჩმა.
ცნობისთვის, ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც ყოფილი უზენაესი ლიდერი, ალი ხამენეი, გასულ თვეში აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმების შედეგად მოკლეს.