1777705706
უცხოეთი
გაეროში ჩინეთის ელჩი: ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიხსნას და აშშ-მა საზღვაო ბლოკადა უნდა გააუქმოს
გაეროში ჩინეთის ელჩმა ფუ ცონგმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიხსნას და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შენარჩუნება გადაუდებელი აუცილებლობაა.
გაეროში ჩინეთის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალიან აწუხებთ ის, რაც ბოლო დროს მოისმენს, რომ ცეცხლის შეწყვეტა დროებითია.
„ირანმა ჰორმუზის სრუტეზე შეზღუდვები უნდა მოხსნას და აშშ-მა საზღვაო ბლოკადა უნდა გააუქმოს. ყველაზე სასწრაფო საკითხი ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებაა. ის უნდა გაგრძელდეს და ორივე მხარეს შორის კეთილსინდისიერი მოლაპარაკება უნდა წარიმართოს. საერთაშორისო საზოგადოება უნდა გააქტიურდეს და გამოვიდეს საბრძოლო მოქმედებების განახლების წინააღმდეგ“, - აღნიშნა გაეროში ჩინეთის ელჩმა.