1745243961
უცხოეთი
გაერო - მარტის შემდეგ ღაზაზე ისრაელის თავდასხმების შედეგად, 600-მდე ბავშვი დაიღუპა

გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს (UNRWA) ინფორმაციით, მარტის შემდეგ, ღაზას სექტორზე ისრაელის განახლებული თავდასხმების შედეგად, 600-მდე ბავშვი დაიღუპა.
ამავე ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად დაშავდა 1600-ზე მეტი ბავშვი.
„სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი ახლა ყველაზე მწვავედ დგას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე შეტევა 18 მარტს განაახლა.
პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე, ისრაელის თავდასხმის შედეგად, ღაზაში 51,200-ზე მეტი პალესტინელია დაღუპული.