1789121411
უცხოეთი
გაერო: იემენში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ, სულ მცირე, 46 000 ადამიანი იძულებით გადაადგილდა
გაეროს ცნობით, გასულ კვირას იემენის სამხრეთ-დასავლეთით ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებასა [ჰუსიტები] და მთავრობის მომხრე ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ, სულ მცირე 46 000 ადამიანი იძულებით გადაადგილდა.
„იემენში, გასულ კვირას საბრძოლო მოქმედებების გამწვავების შემდეგ, სულ მცირე, 46 000 ადამიანი გახდა იძულებით გადაადგილებული“, - ნათქვამია გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაცია აფრთხილებს, რომ იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა საგანგაშო ტემპით, ყოველ საათში იზრდება.