Loading data...
გაერო აცხადებს, რომ ებოლას ეპიდემია კვლავ მასშტაბურია, თუმცა პიკს ჯერ არ მიუღწევია

გაეროს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კონგოს აღმოსავლეთ ნაწილში ებოლას გავრცელების შეჩერების მიმართულებით გარკვეული პროგრესი შეინიშნება, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეპიდემია კვლავ „მასშტაბურია“ და მის კონტროლს, შესაძლოა, თვეები დასჭირდეს.

„ეს კვლავ სასიკვდილო და მასშტაბურ ეპიდემიად რჩება. გარკვეულ მიმართულებებში პროგრესს ვხედავთ, თუმცა სხვა რეგიონებში შემთხვევების რაოდენობა კვლავ იზრდება“,- განაცხადა გაეროს ებოლას საკითხებში სპეციალურმა კოორდინატორმა ჟულიენ ჰარნემ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

კითხვაზე, მიაღწია თუ არა ეპიდემიამ გარდატეხის ეტაპს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ოლივიე ლე პოლენმა განაცხადა: „ჯერ ადრეა იმის დარწმუნებით თქმა, რომ პიკი გადავლახეთ“.