Loading data...
FT: ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ „სამშვიდობო გეგმა“ 28 პუნქტიდან 19-მდე შემცირდა

ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რის შედეგადაც ტრამპის გუნდის „სამშვიდობო გეგმის“ თავდაპირველ ვერსიაში ცვლილებები შევიდა, მასში პუნქტების რაოდენობა 19-მდე შემცირდა. ამის შესახებ Financel Times-ი იუწყება. 

დისკუსიების შესახებ ინფორმირებულმა ანონიმურმა წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ 23 ნოემბრის მოლაპარაკებების შემდეგ თავდაპირველი გეგმა 28 პუნქტიდან 19-მდე შემცირდა. წყაროებმა არ დააკონკრეტეს, თუ რომელი პუნქტები ამოიღეს.

გამოცემა ასევე იუწყება, რომ ამ კვირაში მოსალოდნელია შემდგომი შეხვედრები საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შესაძლოა, ასევე პოლონეთის, ფინეთის წარმომადგენლებისა და ნატოს გენერალური მდივნის მონაწილეობით.

„ჩვენ ვცდილობთ, შევთავაზოთ ისეთი რამ, რაც საპასუხო შეთავაზება იქნება“, - განაცხადა ევროპელმა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ კვირას, 23 ნოემბერს, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ განაცხადეს, რომ „განახლებული“ სამშვიდობო დოკუმენტი შეიმუშავეს.