Loading data...
ფრიდრიხ მერცი: გერმანია უკრაინის ომთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებების „გარანტირებული“ მონაწილე იქნება

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებების „გარანტირებული“ მონაწილე იქნება. ამის შესახებ მან დუბლინში ევროკავშირის არაფორმალური სამიტის ფარგლებში განაცხადა.

„კონკრეტული სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა, რომლებშიც ევროპა იქნება წარმოდგენილი, პირველად უახლოეს კვირებში იგეგმება“, - აღნიშნა მან.

ფრიდრიხ მერცის თქმით, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, იმ ევროპული ქვეყნების მონაწილეობით გაიმართება, რომელთა წარმომადგენლებიც აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ.

„გერმანია გარანტირებული მონაწილეა. ეს აბსოლუტურად ნათელია“, - დასძინა მან.