Loading data...
Fox News: აშშ ახლო აღმოსავლეთში მესამე ავიამზიდის განლაგებას გეგმავს

Fox News-ის ცნობით, აშშ ახლო აღმოსავლეთში მესამე ავიამზიდს USS George HW Bush-ს გაგზავნის. წერს The Times of Israel-ი.

აშშ-ის საზღვაო ძალები იუწყება, რომ ავიამზიდმა, მისმა თანმხლებმა სამხედრო გემებმა „დაასრულეს შერეული ქვედანაყოფების სასწავლო წვრთნები, რომელიც ყველა ავიამზიდის დამრტყმელმა ჯგუფმა უნდა ჩაატაროს“.

„ფოქს ნიუსის“ ცნობით, მოსალოდნელია, რომ საჰაერო ხომალდის ჯგუფი „მალე განლაგდება“ და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისკენ გაემართება, სადაც ცოტა ხნის წინ მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი USS Gerald R. Ford იმყოფებოდა.

ამერიკელი სამხედროების მიერ გამოქვეყნებული ფოტოების თანახმად, USS Gerald R. Ford ამჟამად წითელ ზღვაში იმყოფება.

ამასობაში, USS Abraham Lincoln არაბეთის ზღვაში რჩება დისლოცირებული.