Loading data...
Flydubai-ის თვითმფრინავში, რომელმაც განგაშის სიგნალი გადასცა, პილოტებმა იჩხუბეს

ავიაკომპანია Flydubai-ის ავიალაინერმა, რომელიც დუბაიდან თელ-ავივში რეისს ასრულებდა, განგაშის სიგნალი გადასცა. მოგვიანებით ავიაკომპანიამ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ბორტზე პილოტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა. ამის შესახებ vesty.co.il იუწყება.

თვითმფრინავიდან თავდაპირველად 7700-ის კოდი გაიგზავნა, რაც საგანგებო სიტუაციას ნიშნავს, ხოლო შემდეგ პილოტმა 7500 კოდი გადასცა, რაც საჰაერო ხომალდი გატაცებას ნიშნავს. ამის შემდეგ თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა. ისრაელის აეროდრომებიდან ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ. ამ დროს ავიალაინერმა კურსი შეცვალა და საუდის არაბეთისკენ გაფრინდა.

9.52 -ზე ის ქალაქ ტაბუკის აეროპორტში დაფრინდა. თვითმფრინავის ბორტზე 180 მგზავრი იმყოფებოდა. აქედან 100 - ისრაელის მოქალაქეა.

ისრაელის „მე-12 არხი“ იუწყება, რომ FlyDubai-ის ავიარეისის პილოტები, რომელთა შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა, რუსი და უკრაინელი არიან.