Loading data...
ფინეთის პრეზიდენტი: უკრაინაში ომი შეიძლებოდა უფრო ადრე დასრულებულიყო, საჰაერო თავდაცვა ახლო აღმოსავლეთის მსგავსი რომ ყოფილიყო

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი შეიძლებოდა უფრო ადრე დასრულებულიყო, კიევს რომ მიეღო იმ დონის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა, როგორიც სპარსეთის ყურის რეგიონში იყო განლაგებული ახლო აღმოსავლეთში ომის პირველი შვიდი დღის განმავლობაში.

„ირანში საბრძოლო მოქმედებების პირველი კვირა, სავარაუდოდ, 40 მილიარდი დოლარი დაგვიჯდა, რაც შედარებადია ევროპული ქვეყნების მიერ უკრაინისთვის დახმარების წლიურ ხარჯებთან“, - განაცხადა მან „Bloomberg“-თან ინტერვიუში.

მან, ასევე,  დასძინა, რომ უკრაინას ახლა შეუძლია ისარგებლოს ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტით, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს რუსეთის შესაძლებლობას, ითანამშრომლოს ირანთან სამხედრო სფეროში.

აშშ-სა და ისრაელის ირანზე განხორციელებული დარტყმები, ასევე, თეირანის საპასუხო თავდასხმები ახლო აღმოსავლეთსა და რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში აშშ-ის ბაზებზე ნიშნავს, რომ „ირანი და რუსეთი ამჟამად ვერ თანამშრომლობენ რაკეტებსა და თავდაცვის ინდუსტრიაში“.