Financial Times: ვლადიმერ პუტინმა ნორვეგიისა და ფინეთის ლიდერებს სატელეფონო საუბრის დროს „ისტორიის ლექცია“ წაუკითხა
„ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თითქმის მთელი დროის განმავლობაში უკრაინასთან კონფლიქტის ისტორიულ საწყის მიზეზებზე საუბრობდა“, - ამის შესახებ Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
მედიასაშუალების სამი წყაროს მტკიცებით, ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის ძირითად საკითხებზე მსჯელობის ნაცვლად, პუტინმა მათ ხანგრძლივი მონოლოგი წარუდგინა იმის შესახებ, რასაც კრემლი „კონფლიქტის გამომწვევ ძირეულ მიზეზებს“ უწოდებს.
წყაროების განცხადებით, საუბრისას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ განხილულა.
ერთ-ერთის წყაროს თქმით, ქვეყნების ლიდერებმა გადაწყვიტეს, არ შეეწყვეტინებინათ პუტინისთვის ისტორიული ექსკურსი, რათა გაერკვიათ, რამდენად სერიოზულად არის ის განწყობილი ევროპასთან დიალოგის მიმართ.
როგორც ცნობილია, 27 ოქტომბერს ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართეს რუსეთის პრეზიდენტთან.
ნორვეგიის პრემიერის თქმით, ვლადიმერ პუტინთან საუბარი 90 წუთი გაგრძელდა.
იონას გარ სტორეს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი „შინაარსიანი, კონკრეტულ საკითხებზე კონცენტრირებული და პროფესიონალური“ იყო.