Loading data...
Financial Times: ისრაელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ირანის თავდასხმებისგან თავის დასაცავად ლაზერულ საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს

ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ირანული რაკეტებისა და დრონებისგან თავდაცვის გასაძლიერებლად მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის ლაზერული საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის სხივი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine Financial Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ასევე, მიიღეს Spectro-ს აღმომჩენი სისტემა, რომელსაც შეუძლია Shahed-ის დრონების აღმოჩენა 20 კმ-მდე მანძილზე. გარდა ამისა, გადაეცა Iron Beam ლაზერული სისტემის ერთი ვერსია, რომელსაც შეუძლია მოკლე რადიუსის რაკეტებისა და დრონების განადგურება.

ისრაელმა ეს ტექნოლოგია პირველად 2026 წლის დასაწყისში გამოიყენა „ჰეზბოლას“ დაჯგუფების მიერ გასროლილი ჭურვების ჩასაჭრელად.

ისრაელმა, ასევე, მიაწოდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს რეალურ დროში დაზვერვის მონაცემები ირანის თავდასხმებისთვის მზადების შესახებ. 

„FT“-ის ცნობით, კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, ირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით 500-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და დაახლოებით 2000 დრონი ისროლა, რომელთა უმეტესობა ჩაჭრეს.