1773042262
უცხოეთი
Financial Times: G7 ნავთობის რეზერვების ერთობლივად გამოყენებას განიხილავს
Financial Times-ი იტყობინება, რომ „დიდი შვიდეულის“ (G7) ფინანსთა მინისტრები ორშაბათს საგანგებო შეხვედრას გამართავენ, რათა განიხილონ ნავთობის რეზერვების შესაძლო ერთობლივი გამოყენება ფასების ზრდის წინააღმდეგ საბრძოლველად. წერს BBC.
გამოცემის ცნობით, ნავთობის რეზერვებს კოორდინაციას უწევს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA), ჯგუფის 32 წევრი კი სტრატეგიულ რეზერვებს ფლობს ნავთობის ფასების კრიზისისთვის შექმნილი კოლექტიური საგანგებო სისტემის ფარგლებში.
როგორც მედია წერს, ნავთობის რეზერვების შესაძლო ერთობლივი გამოყენების მიმართ მხარდაჭერა უკვე გამოხატა „დიდი შვიდეულის“ სამმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა.