Loading data...
Financial Times - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, რომ უკრაინამ და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას იანვრამდე მიაღწიონ

„დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა 2027 წლის იანვრის დასაწყისამდე სურს“, - ამის შესახებ Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. 

წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს მისი სურვილის შესახებ განუცხადა, რომ კიევმა მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმებას იანვრის დასაწყისამდე მიაღწიოს, იქამდე, ვიდრე კონგრესში კონტროლს „დემოკრატები“ ოფიციალურად მოიპოვებენ.

ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ „ამერიკელები აქტიურ ზეწოლას ახდენენ და არსებობს შეშფოთება, რომ შეთანხმების მიღწევასთან მიახლოებისთვისაც კი უკრაინის მხრიდან მნიშვნელოვანი დათმობები იქნება საჭირო“.

„ამერიკელებს ეჩქარებათ, პუტინს კი არა“, - განაცხადა კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა. 

უკრაინელი ოფიციალური პირის განცხადებით, ვადების დადგენის გამო კიევი შეშფოთებულია, რადგან შესაძლოა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვის პირობებით შეთანხმებაზე წასვლა აიძულონ.