Financial Times: აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ უკრაინა დონბასს დათმობს
„დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას მიანიშნა, რომ აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები დამოკიდებული იქნება სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით კიევის თანხმობაზე, რომელიც სავარაუდოდ, დონბასის რუსეთისთვის დათმობას შეეხება, - იტყობინება გაზეთი Financial Times-ი მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ რვა წყაროზე დაყრდნობით.
როგორც გაზეთი წყაროებზე დაყრდნობით წერს, ვაშინგტონმა ასევე მიანიშნა, რომ შეიძლება უკრაინას მეტი იარაღი შესთავაზოს მისი არმიის გაძლიერებისთვის მშვიდობიან პერიოდში.
25 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის დოკუმენტი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „100%-ით მზად არის“ და კიევი ელოდება ვაშინგტონისგან დოკუმენტის ხელმოწერის დროისა და ადგილის დანიშვნას.
აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლში განაცხადეს, რომ „ახლა მნიშვნელოვანია უკრაინაში ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის იმ ფორმულის განხორციელება, რომელიც ანკორიჯის სამიტზე შემუშავდა“.
„ახლა კი, ყველაფრის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის კონკრეტული ფორმულა შემუშავდა ანკორიჯში და ანკორიჯის წინა დღეს. ახლა კი მისი განხორციელება უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.