Loading data...
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით „კიბერშეტევის ნიშნები არ არსებობს“

ევროკავშირის ქვეყნებში, კერძოდ, ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა კიბერშეტევით არ არის გამოწვეული. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა.

კოშტამ აღნიშნა, რომ ის კონტაქტზეა იმ ქვეყნების ხელმძღვანელობასთან, სადაც ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა და მოვლენებში კიბერშეტევის რაიმე ნიშანს ვერ ხედავს.

„კონტაქტზე ვარ ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ ლუის მონტენეგროსთან ესპანეთსა და პორტუგალიაში დღეს ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

„ამ ეტაპზე კიბერშეტევის ნიშნები არ არსებობს“, - ხაზგასმით აღნიშნა ანტონიო კოშტამ.

მისივე თქმით, „ორივე ქვეყნის ელექტროქსელის ოპერატორები მიზეზის დასადგენად და ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად მუშაობენ“.

ცნობისთვის, ევროპის დასავლეთ ნაწილში, კერძოდ, პორტუგალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში დენის მიწოდება შეწყდა