Loading data...
ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი თებერვალში თანამდებობას დატოვებს

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ტოვებს.

როგორც მედია წერს, კრისტინ ლაგარდი თანამდებობას 2027 წლის თებერვალში დატოვებს, მისი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე.

„ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა დღეს აცნობა მმართველ საბჭოს და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოსტას, რომ თანამდებობას 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს“, - ნათქვამია ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.