Loading data...
ევროპაში ზაფხულის სიცხეების შედეგად 35 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

„2026 წლის ზაფხულში ევროპაში რეკორდული სიცხის გამო 35 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამჟამინდელი მონაცემებით, მხოლოდ ევროკავშირის სამ უდიდეს ქვეყანაში - გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში - მაღალ ტემპერატურას 25 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა“, - ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.

რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ცნობით, მხოლოდ 22-28 ივნისის კვირაში 9 600 ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გერმანიაში დაფიქსირდა, სადაც 6 აპრილიდან 9 აგვისტომდე სიცხესთან დაკავშირებული დაახლოებით 14 000 გარდაცვალების შემთხვევა აღირიცხა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აგვისტოს მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ ეს რიცხვი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.