Loading data...
ევროპაში მზის სრული დაბნელება დაფიქსირდა

„12 აგვისტოს ევროპაში იშვიათი ასტრონომიული მოვლენა, მზის სრული დაბნელება დაფიქსირდა“, - ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მოვლენას მილიონობით ადამიანი ისლანდიასა და ჩრდილოეთ ესპანეთში აკვირდებოდა.

ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში მზის სრული დაბნელება ბოლოს 1905 წელს დაფიქსირდა. შესაბამისად, 2026 წლის მოვლენა ქვეყნისთვის საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ პირველი სრული მზის დაბნელება იყო.

NASA-ს ინფორმაციით, შემდეგი სრული მზის დაბნელება 2027 წლის 2 აგვისტოს მოხდება. მისი ხილვა შესაძლებელი იქნება ესპანეთის სამხრეთ ნაწილში, ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, საუდის არაბეთსა და იემენში.