Loading data...
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა 2022 წლის შემდეგ პირველად 100 ევროს გადააჭარბა - ევროკავშირი მოსალოდნელი კრიზისის შესახებ აფრთხილებს

„ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა 2022 წლის ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ პირველად გადააჭარბა 100 ევროს“, - ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ამ ნიშნულს ფასმა მას შემდეგ მიაღწია, რაც სულ რამდენიმე საათით ადრე ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა დან იორგენსენმა განაცხადა, რომ ბლოკი ახალი ენერგეტიკული კრიზისისა და მძიმე ზამთრის წინაშე დგას.

ფასების მკვეთრი ზრდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტით არის გამოწვეული.

„ამ ეტაპზე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევამციროთ მოთხოვნა და თავიდან ავიცილოთ ფასების შემდგომი ესკალაცია“, - აღნიშნავენ ევროკომისიაში.