ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ პოლიტიკური კარიერა დაასრულა
„ჩემი პოლიტიკური კარიერა ნამდვილად დასრულდა. არ ვაპირებ არც ეროვნულ და არც ევროპულ საკანონმდებლო ორგანოებში კენჭისყრას“, - ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მისი თქმით, მიუხედავად პოლიტიკურ კარიერაზე უარის თქმისა, თავს ვალდებულად მიიჩნევს, საკუთარი შეხედულებები წარმოადგინოს, როდესაც საქმე პოლონეთის ან საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.
„მთელი ჩემი საზოგადოებრივი საქმიანობის განმავლობაში, ყოველთვის ვუჭერდი მხარს უკრაინის სწრაფვას დასავლური მიმართულებით. ჩემი დამოკიდებულება თვალსაჩინო იყო ევროპარლამენტში ჩემი საქმიანობითაც.
წლების განმავლობაში, ვხედავდი პოლონელი და უცხოელი ლიდერების მიერ დაშვებულ სერიოზულ შეცდომებს, რამაც პუტინს საშუალება მისცა, დაენერგა და გაეძლიერებინა საკუთარი იმპერიული პოლიტიკა, რაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით დაგვირგვინდა.
მიუხედავად იმისა, რომ მე მტკიცედ ვუჭერ მხარს მსგავსი შეხედულებების მქონე ქვეყნების საერთაშორისო, მეგობრულ თანამშრომლობას, ჩემი პირველი და მთავარი მიზანი პოლონეთის და ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებაა. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, კატასტროფული ისტორიის მქონე გერმანიაშიც კი, ხალხი ასეთ განწყობებს პატრიოტულს უწოდებს.
პოლონეთის შემთხვევაში, ეს ყოველთვის „ნაციონალისტურია“. ეს დებატები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ევროპული ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯების გადაწყვეტის დროს, განსაკუთრებით კი, საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის, საერთო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კავშირის (CSFP) და ევროპის ეკონომიკური კავშირის სფეროებში.
ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნული, სუვერენული პოზიცია დავიკავოთ“, - აღნიშნულია ანა ფოტიგას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
My political career is definitely over. I do not intend to run either to national or European legislative bodies. I do not seek other responsibilities. I feel entitled, though, to present my views in most important moments, decisive for Polish or international security. During…
— Anna Fotyga (@AnnaFotyga_PL) March 13, 2026