Loading data...
ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან ბრუნდება - მერცი ოთხმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვარაუდობს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ პარტნიორები ოთხმხრივი მოლაპარაკებებისთვის ნეიტრალურ ადგილებს ეძებენ - ვარიანტებს შორის კვლავ არაბთა გაერთიანებული საამიროებია.

აღნიშნულის შესახებ ფრიდრიხ მერცმა „ნების კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინა-რუსეთი-ევროპა-აშშ ფორმატში შეხვედრის ზუსტი ლოკაცია ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. 

მერცის თქმით, ევროპული ქვეყნები მზად არიან რუსეთთან სასაუბროდ, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან საკუთარი ერთიანი პოზიცია წარმოადგინონ.

„ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, არაბთა გაერთიანებულ საამიროები. იქ ჩვენ შეგვიძლია წარმოვადგინოთ ჩვენი საერთო ევროპული პოზიცია. იმედი მაქვს, რომ რუსეთიც მზადაა ამ ფორმატში ამ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც დიპლომატიური გადაწყვეტა მოიძებნება. თუმცა, ის უნდა დასრულდეს საიმედო უსაფრთხოების გარანტიებით და ისე, რომ შენარჩუნდეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.