Loading data...
ევროკომისიამ Google 2,95 მლრდ ევროთი დააჯარიმა

ევროკომისიამ ამერიკული კორპორაცია Google 2,95 მლრდ ევროთი დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი Google-ის მიერ ინტერნეტ-რეკლამის სფეროში კონკურენციის შესახებ წესების დარღვევა გახდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ბრიუსელის ინფორმაციით, Google 2014 წლიდან საკუთარ სერვისებს კონკურენტების საზიანოდ იყენებდა, რაც ევროკავშირის ხელშეკრულების 102-ე მუხლის დარღვევაა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანია საკუთარ პროდუქტებს უპირატესობას ანიჭებდა, რისთვისაც ბაზარზე დომინანტის პოზიციას იყენებდა. ასევე საუბარი იყო კორპორაციის ბიზნეს-მოდელში ინტერესთა კონფლიქტზე: Google ერთდროულად რეკლამას ავრცელებს, რეკლამის განთავსების მსურველ კომპანიებსა და ინტერნეტ-მოედნებს შორის შუამავლის როლს ასრულებს, ასევე საკუთარ მარკეტპლეისს მართავს. ბრისუელმა მოითხოვა, რომ კომპანიამ თვითმომსახურების პრაქტიკა შეწყვიტოს.

ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ Google-ის შემოსავლის ძირითადი ნაწილი რეკლამაა. კომისიამ კორპორაციას 60 დღე მისცა იმისთვის, რომ მისი მოთხოვნები ბიზნეს-მოდელთან შესაბამისობაში მოიყვანოს.