ევროკომისიამ Google 1 მილიარდი დოლარით დააჯარიმა
ევროკომისიამ Google-ს ციფრული ბაზრების შესახებ კანონის (DMA) დარღვევისთვის 1 მილიარდი დოლარის ჯარიმა დააკისრა.
სანქცია კომპანიის საძიებო სისტემასა და აპლიკაციების მაღაზიასთან დაკავშირებულ დარღვევებს ეხება.
ევროკომისიის განცხადებით, Google-მა ციფრული ბაზრების აქტი (Digital Markets Act – DMA) დაარღვია, რადგან საძიებო სისტემაში საკუთარი სერვისები, მათ შორის ონლაინ შოპინგისა და სასტუმროების შეთავაზებები, კონკურენტების მომსახურებებზე უპირატეს მდგომარეობაში აჩვენა.
ამასთან, მარეგულირებლის განმარტებით, Google-მა საკუთარი სერვისები ყველაზე თვალსაჩინო პოზიციებზე განათავსა გაუმჯობესებული ვიზუალური ელემენტებისა და ფილტრების გამოყენებით, მაშინ როდესაც კონკურენტ სერვისებს იგივე პირობები არ მიუღიათ.
Google-ს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.
კომპანიას ასევე შეუძლია, სასამართლოს დროებითი უზრუნველყოფის ზომების გამოყენება სთხოვოს, მათ შორის ჯარიმის აღსრულების შეჩერების მოთხოვნით.