ევროკომისიამ ევროკავშირის ტერიტორიაზე სასაზღვრო კონტროლის გაუქმება მოითხოვა
ევროკომისიამ მოუწოდა გერმანიას და ევროკავშირის კიდევ 8 წევრს, რომ სასაზღვრო კონტროლი ეტაპობრივად გააუქმონ. ამის მიზეზად ევროკომისია თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების მნიშვნელოვან კლებას და გაერთიანების ტერიტორიაზე შესვლისა და გასვლის ახალი სისტემის ამოქმედებას ასახელებს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„ევროკომისიის აზრით, სასაზღვრო კონტროლის გაუქმება 9 ქვეყანაში, სადაც ის მოქმედებს, შესაძლებელია და მიზანშეწონილი“, - განაცხადა მიგრაციის საკითხებში კომისარმა მაგნუს ბრუნერმა.
ბრუნერის თქმით, ბოლო დროს მნიშვნელოვნად შემცირდა თავშესაფრის შესახებ განცხადებების რაოდენობა და ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის სისტემა გამართულად მუშაობს.
გერმანიაში სასაზღვრო კონტროლი 2025 წლიდან მოქმედებს. ის ძალაში შევიდა ხელისუფლების სათავეში ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოსვლის შემდეგ.