1758368961
უცხოეთი
ევროკომისია მზადაა, უნგრეთს გაყინული 550 მილიონი ევრო მისცეს, რათა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესებისას ვეტო თავიდან აირიდოს - Financial Times

ევროკომისია მზად არის უნგრეთს გაყინული 550 მილიონი ევრო მისცეს, რათა თავიდან აირიდოს ვეტო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესების დროს. ამის შესახებ Financial Times სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს.
ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი რუსული ენერგომატარებლების წინააღმდეგაა მიმართული. როგორც მედია წერს, უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან რუსული ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებად, შეზღუდვების დაწესების დაბლოკვით იმუქრებიან.
ევროკომისიამ უნგრეთისთვის 22 მილიარდი ევრო 2022 წელს გაყინა. მიზეზად უნგრეთის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით გამოთქმული შეშფოთებები გახდა, ასევე ლგბტ პირთა და ლტოლვილთა უფლებების საკითხები.