ევროკავშირში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადას, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს
ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარი აპოსტოლოს ციციკოსტასი აცხადებს, რომ თუ უახლოეს მომავალში ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, ამას მსოფლიოსთვის „კატასტროფული შედეგები“ მოჰყვება. ამის შესახებ Euractiv-ი იტყობინება.
ევროკომისრის თქმით, საწვავის დეფიციტის პირობებში არც ერთი სატრანსპორტო საშუალება არ წარმოადგენს გამონაკლისს.
„ევროპას აქვს საგანგებო რეზერვები, რომელთა მობილიზება შესაძლებელია მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. ჯერჯერობით, ბაზარი ამ შოკს უმკლავდება“, - აცხადებს ევროკომისარი.
როგორც უცხოური მედია წერს, ევროკომისარმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ყველა საგანგებო წინადადება, რომელიც ევროკავშირმა გეგმის ფარგლებში წარადგინა: კოორდინაციის გაძლიერება, საწვავის მომარაგების სადამკვირვებლო ცენტრის შექმნა, ავიაკომპანიებისთვის სპეციალური რეკომენდაციები და ალტერნატიული მომწოდებლების ძიება, „მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საავიაციო საწვავის“.
მისი თქმით, თუ სიტუაცია გაუარესდება, ევროკომისია მზადაა დროებით შეცვალოს საკუთარი წესები.
ევროკავშირი ენერგოდამოუკიდებელი უნდა გახდეს“, - დაასკვნა ევროკომისარმა.