Loading data...
ევროკავშირს უკრაინისთვის საკმარისი შეიარაღების მიწოდება არ შეუძლია - ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირს უკრაინისთვის საკმარისი შეიარაღების მიწოდება არ შეუძლია.

მისი თქმით, უკრაინა რუსეთსა და დასავლეთს შორის ერთგვარ ბუფერულ ზონად უნდა იქცეს, და თუკი კიევი ასეთ სტატუსს არ დათანხმდება, ქვეყანას დაკარგავს.

„ევროპის მოსახლეობა უკმაყოფილოა იმით, რომ მათი მთავრობები უკრაინის ფინანსურ დახმარებას აგრძელებენ. ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინისთვის იმ რაოდენობის ფინანსური რესურსების მიწოდება, რაც ომში მათ დახმარებას უზრუნველყოს“, - დასძინა ორბანმა.