Loading data...
ევროკავშირმა სომხეთთან უვიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

ევროკავშირმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.ამის შესახებ რადიო თავისუფლება იუწყება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. ოფიციალური პირების შეხვედრა ერევანში შედგა.

„ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ევროკავშირსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობებისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობებში შესამჩნევი ცვლილებებია. იწყება მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სომხეთის მხარდაჭერის შესახებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

2014 წლიდან ევროკავშირსა და სომხეთს შორის მოქმედებს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება, ხოლო 2024 წლის 23 ივლისს ევროკომისიამ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დაიწყო.