1761206503
უცხოეთი
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-19 პაკეტი დაამტკიცა. ის რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ზომებსა და გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
როგორც დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლიოკე რასმუსენმა განაცხადა, სანქციები რუსული ნავთობის, გაზის, „ჩრდილოვანი ფლოტის“ და ფინანსური სექტორის წინააღმდეგ ამკრძალავ ზომებს ითვალისწინებს.
ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთის ნავთობის მრეწველობის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. მათი მიზანია აიძულოს რუსეთის ხელისუფლებას, რომ უკრაინასთან მოლაპარაკება დაიწყოს.