1787925047
უცხოეთი
ევროკავშირმა ნეპალს წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 2 მილიონი ევრო გამოუყო
ევროკავშირმა ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 2 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარება გამოყო.
ევროკომისიის ინფორმაციით, დაფინანსება საკვების, ჯანდაცვის, სუფთა წყლისა და სანიტარიული პირობების გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული.
ამასთან, ევროკავშირმა დაზარალებული ტერიტორიის რუკის დასადგენად და სტიქიის შედეგად დაკარგულების საპოვნელად კოპერნიკის სატელიტური სერვისი გაააქტიურა.
ნეპალს ჰუმანიტარულ დახმარებას ასევე გაუწევენ გაერთიანებული სამეფო და აშშ. ბრიტანეთი ქვეყანას 5 მილიონ ფუნტ სტერლინგს, დაახლოებით 6.7 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო აშშ 500 000 დოლარს გამოუყოფს.
ბოლო მონაცემებით, ნეპალში წყალდიდობის შედეგად 547 ადამიანი დაიღუპა, 1 500-ზე მეტი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.