Loading data...
ევროკავშირმა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანონ - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი წერს

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლახან გადადგეს გადამწყვეტი ნაბიჯი და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც ათასობით საკუთარ მოქალაქეს კლავს, საკუთარი აღსასრულისკენ ისწრაფვის“, - აცხადებს კალასი.