15 ივნისი 20:11
უცხოეთი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 17 ივნისს ისრაელ/ირანის კონფლიქტზე ვიდეოკონფერენციას გამართავენ - The Guardian

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სამშაბათს, 17 ივნისს ისრაელისა და ირანის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ვიდეოკონფერენციას გამართავენ. ამის შესახებ The Guardian იუწყება. 

როგორც აღმოჩნდა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა გადაწყვიტა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთად განიხილონ ახლო აღმოსავლეთის საკითხები.

„სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ჩატარდება ვიდეოკონფერენცია, სადაც განხილვის მთავარი თემა ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა და თეირანის მხრიდან საპასუხო იერიშები იქნება“, - აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენელმა. 

„შეხვედრა შესაძლებლობას მისცემს აზრთა გაცვლას, თელ-ავივსა და თეირანთან დიპლომატიური ურთიერთობების კოორდინაციას და შემდგომ გადასადგმელ შესაძლო ნაბიჯებზე საუბარს“, - აღნიშნავს ევროკავშირის პრესმდივანი.