1758284733
უცხოეთი
ბერლინში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ორი ბომბი იპოვეს

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ორი ავიაბომბი იპოვეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ერთ-ერთი ბომბი მდინარე შპრეეს ფსკერზე, ხოლო მეორე ბომბი - მიტეს რაიონში აღმოაჩინეს.
შპრეეში აღმოჩენილი ავიაბომბი საფრთხეს წარმოადგენდა, რის გამოც ბერლინის შპანდაუს რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ბომბი მდინარის ფსკერზე, ტალახში ჩაფლული იყო აღმოჩენილი.
საერთო ჯამში 12 400 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. საშიში ზონიდან ორი საბავშვო ბაღი, დაწყებითი სკოლა, მოხუცთა თავშესაფარი და საავადმყოფო იყო ევაკუირებული. ბომბის გაუვნებელყოფა ევაკუაციის დასრულების შემდეგ მოხდება. წინასწარი ინფორმაციით, აღმოჩენილი ჭურვის წონა 100 კგ-ს შეადგენს.
რაც შეეხება მიტეს რაიონში აღმოჩენილ ბომბს, ის საფრთხეს არ წარმოადგენს.