ევროკავშირის 4 ქვეყანა უკრაინისთვის 45 მლრდ ევროს კრედიტის დაფინანსების წინააღმდეგია
ევროკავშირი 2027 წელს უკრაინისთვის 45 მლრდ ევროს კრედიტის გამოყოფას გეგმავს, მაგრამ ორგანიზაციის 4 ქვეყანა ამ დაფინანსების წინააღმდეგია. ამის შესახებ Reuters იუწყება.
უკრაინისთვის კრედიტის გამოყოფს სლოვაკეთი, ჩეხეთი, უნგრეთი და ბულგარეთი ეწინააღმდეგებიან. გერმანია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები მოითხოვენ, რომ დაფინანსებაში ევროკავშირის ყველა ქვეყანა მონაწილეობდეს, რაც უფრო ფართო საბიუჯეტო შეთანხმების პირობა უნდა გახდეს.
ევროკავშირი 2027 წელს უკრაინისთვის 45 მლრდ ევროს გამოყოფას გეგმავს. კიდევ 25 მლრდ ევროკავშირის არაწევრმა ქვეყნებმა - დიდმა ბრიტანეთმა, ნორვეგიამ, შვეიცარიამ და კანადამ უნდა გამოყონ.
ჯამში თანხა 70 მლრდ ევრო უნდა იყოს, რაც დაფინანსების დეფიციტი უნდა დაფაროს. დაფინანსების თაობაზე შეთანხმების მიღწევას ევროპელი ლიდერები 17-18 დეკემბერს გეგმავენ.