Loading data...
ევროკავშირი უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას ოფიციალურად მხარს უჭერს

ევროკავშირი შეუერთდა აშშ-ის მოწოდებას უკრაინაში ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ მინიმუმ 30 დღით, რაც შესაძლოა, სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი გახდეს. ამის შესახებ ევროკავშირის სახელით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის ერთგულება უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიმართ ურყევი რჩება. 

„ვუერთდებით უკრაინას და საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებს, მოწოდებაში, შეწყდეს ცეცხლი სრულად და უპირობოდ მინიმუმ 30 დღის განმავლობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ხაზგასმულია, რომ საომარი მოქმედებების შეჩერება შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შესამცირებლად და რეალური მშვიდობის შესახებ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის სივრცის შესაქმნელად.

„როგორც წარსულში, სწორედ რუსეთმა უნდა აჩვენოს მშვიდობის მიღწევის მზადყოფნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სხვა არაწევრმა ქვეყნებმა 9 მაისს ლვოვში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, კერძოდ, მოლდოვამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, ნორვეგიამ, უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ.