Loading data...
ევროკავშირი თავდაცვის ფონდის შექმნას გეგმავს

ევროკავშირი ათობით მილიარდი ევროს გრანტებსა და კრედიტებს ამზადებს, რომლებმაც ორგანიზაციის მონაწილე ქვეყნებს შეიარაღების ჩანაცვლების შესაძლებლობას მისცემს, რის შეძენაც ამჟამად აშშ-სგან ხდება. ამით ევროპამ ვაშინგტონზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg იუწყება. 

Blomberg წერს, რომ ფონდის შექმნის აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროპელ ჩინოვნიკებს დროის განმავლობაში სულ უფრო მეტი შიში უჩნდებათ, რომ აშშ ნატოს მოკავშირეების დაცვას არ აპირებს, ხოლო რუსეთის მხრიდან ევროპისთვის საფრთხე არსებობს.

დაფინანსების ახალი პაკეტი გასული წლის პროგრამის, SAFE-ის გაგრძელებაა, რომლის ოდენობა 150 მლრდ ევრო იყო. ამ ფონდის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებმა სასწრაფო თავდაცვითი ხარჯების დაფინანსება მიიღეს.

ახალი ფონდის პრიორიტეტებია ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა.

ახალი ფონდის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ის, სავარაუდოდ, 2027 წლის მეორე ნახევარში ამოქმედდება და მასში ევროკავშირის მომდევნო 7 წლის ბიუჯეტის თანხების ნაწილიც შევა.

პროგრამის საბოლოო პარამეტრები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად დადგინდება. განისაზღვრება ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის პრიორიტეტული მიმართულებები კონტინენტზე აშშ-ის წარმომადგენლობის შემცირების გათვალისწინებით.