ევროკავშირი სირიის წინააღმდეგ სანქციებს ხსნის

ევროკავშირი სირიის წინააღმდეგ სანქციებს აუქმებს. აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პლატფორმა X-ზე იტყობინებიან.
„დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოხსნის შესახებ. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ სირიელ ხალხს ახალი, ინკლუზიური და მშვიდობიანი სირიის აშენებაში. ევროკავშირი ყოველთვის იდგა სირიელების გვერდით ბოლო 14 წლის განმავლობაში და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, – წერს კალასი.
გადაწყვეტილებას, ასევე, გამოეხმაურა ურსულა ფონ დერ ლაიენი.
„მივესალმები სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოხსნის გადაწყვეტილებას. აღდგენის გზა ჯერ კიდევ გრძელია, მაგრამ ევროპა მზადაა სირიასთან ერთად ითანამშრომლოს ამ გზაზე. ჩვენ გვსურს ვიყოთ პარტნიორები სირიის ზრდაში, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. შერიგება აღდგენისკენ პირველი, გადამწყვეტი ნაბიჯია“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.