Loading data...
ევროკავშირი ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების მუშაობის შესანარჩუნებლად სამხედრო საწვავის რეზერვების გამოყენებას განიხილავს

ევროკავშირი ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების ფუნქციონირების შესანარჩუნებლად, გლობალური საწვავის კრიზისთან დაკავშირებით, სამხედრო რეზერვების გამოყენებას გეგმავს, - ამის შესახებ ევროკომისარმა თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსმა ევროკომისიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როგორ შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ დავუჭიროთ მხარი ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს, რათა მათ, თავის მხრივ, ჩვენ დაგვეხმარონ უზრუნველყონ ჩვენი უსაფრთხოება, შეაკავონ ფასების ზრდა და გარანტირებული იყოს, რომ ჩვენი ეკონომიკა ფუნქციონირებას კვლავ შეძლებს? პირველ რიგში, ამისთვის სამხედრო რეზერვები არსებობს. რა თქმა უნდა, ამ რეზერვების ზუსტი რაოდენობა არ ხმაურდება“, - აღნიშნა კუბილიუსმა.

ანდრიუს კუბილიუსის თქმით, ამ საკითხის განხილვას ის ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან, ნატოს საბჭოსთან და ალიანსის გენერალურ მდივან მარკ რუტესთან გეგმავს.

რაც შეეხება მშვიდობიან პერიოდში სამხედრო საჭიროებებისთვის განკუთვნილ საწვავს, ევროკომისრის განმარტებით, მისი წილი დაახლოებით 8%-ს შეადგენს. თუმცა, კრიზისის შემთხვევაში, ეს წილი შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს.

„სწორედ ამიტომ, ერთი მრივ, უნდა უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობიან პერიოდში საავიაციო საწვავის საკმარისი მარაგი გვქონდეს, ხოლო მეორე მხრივ, უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც მოგვცემს გარანტიას, რომ სამხედრო კრიზისის დროს შევძლებთ წარმოების ძალიან სწრაფად გაზრდას და ამისთვის საკმარისი რეზერვების ქონას“, - დასძინა ანდრიუს კუბილიუსმა.