Euronews: მოჯთაბა ხამენეი აცხადებს, რომ „ნებისმიერი მასშტაბისა თუ ხასიათის მუქარას დაუყოვნებლივი, მძლავრი და გეოგრაფიულად შეუზღუდავი პასუხი მოჰყვება“
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა მოჯთაბა ხამენეი აცხადებს, რომ „ნებისმიერი მასშტაბისა თუ ხასიათის მუქარას დაუყოვნებლივი, მძლავრი და გეოგრაფიულად შეუზღუდავი პასუხი მოჰყვება“.
მოჯთაბა ხამენეის ეს განცხადება იმ დროს გაკეთდა, როდესაც ირანთან ახალი ტოტალური ომის თავიდან ასაცილებლად სასწრაფო დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება, რასაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ახლო აღმოსავლეთისთვის და მის ფარგლებს გარეთაც.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აღნიშნა, რომ თეირანს „საპირისპირო მხარის გონიერების იმედი აქვს, რაც დიპლომატიის არჩევაში გამოიხატება“, რადგან „გასული ორი ომის გამოცდილებიდან გამომდინარე, ირანი დღეს ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“.
ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერი ირანის უმაღლეს სამხედრო მეთაურებს შეხვდა და შეიარაღებულ ძალებს დაავალა, განაახლონ სამიზნეთა სიები.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ „ჩვენ ირანთან ომს ძალიან მალე დავასრულებთ, ან შეთანხმებით, ან აშშ-ის მორიგი შეტევით“.