Loading data...
EURACTIV: ჟოზეფ ბორელმა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის სხვა ლიდერები ღაზაში „პალესტინელების გენოციდის“ თანამონაწილეობაში დაადანაშაულა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის სხვა ლიდერები ღაზაში „პალესტინელების გენოციდის“ თანამონაწილეობაში დაადანაშაულა.

„ვინც არ მოქმედებს, რათა შეაჩეროს ეს გენოციდი და საერთაშორისო კანონმდებლობის ეს დარღვევები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის ძალა შესწევთ, თანამონაწილეები არიან. სამწუხაროდ, სწორედ ეს ხდება ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ლიდერების შემთხვევაში“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

„ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ლიდერებს, სავარაუდოდ, მომავალში პასუხს მოსთხოვენ იმ დანაშაულებში თანამონაწილეობისთვის, რომლებიც ნეთანიაჰუს მთავრობამ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩაიდინა“, - განაცხადა მან.