Loading data...
ესტონეთში პრორუსი პოლიტიკოსები გაასამართლეს

ესტონეთში სასამართლომ პრორუს პოლიტიკოსებს, აივო პეტერსონსა და დიმიტრი როოტსის 14 და 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ისინი სასამართლომ სახელმწიფო ღალატის მუხლით დამნაშავედ ცნო. 11 წელი ასევე მიუსაჯეს რუსეთის მოქალაქეს, ანდრეი ანდრონოვს, რომელიც დამნაშავედ ცნეს ესტონეთის წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებში. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს..

სამივე პირი 2023 წელს დააკავეს. პეტერსონი, რომელიც მოძრაობის, Koos-ის ერთ-ერთი ლიდერია, და როოტსი, რუსეთს ეხმარებოდნენ ესტონეთის პოლიტიკაზე გავლენის გავრცელებაში. ამისთვის, როოტსის დახმარებით, პეტერსონი რუსეთის სახელმწიფო ორგანოებს დაუკავშირდა.

ორივე ეს ადამიანი ასევე ბრალდებული იყო სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის შექმნაში, რომელიც უნდა ყოფილიყო პარტიის, Koos-ის ნაწილი, პოლიტიკური ორგანიზაციის რეგისტრაციის შემდეგ. მას „კრიზისულ სიტუაციებში მოსახლეობისთვის დახმარება უნდა გაეწია“ და „თავდაცვის ფუნქციები შეესრულებინა ხელისუფლების ვაკუუმის პირობებში“.

რაც შეეხება ანდრეი ანდრონოვს, ის უცხოელებისთვის უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში პრეს-ტურებს მართავდა. კერძოდ, იმყოფებოდა მარიუპოლში და დონეცკში, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეკომპანია „ზვეზდამ“ გააშუქა.